რუსეთი

მედვედევი ყავა "ამერიკანოსთვის" "რუსიანოს" დარქმევის ინიციატივით გამოდის

life.ru

რუსეთის პრემიერმინისტრს ყავა „ამერიკანოს“ სახელის შეცვლა სურს. დმიტრი მედვედევმა ყავისთვის „რუსიანოს“ დარქმევის შესახებ 16 ნოემბერს, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას იხუმრა. მან ბელორუსი კოლეგები კონსტრუქციულობისთვის შეაქო, რის საპასუხოდაც ბელორუსიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი კობიაკოვმა თქვა, რომ ამაში მას აღმოსავლური ყავა დაეხმარა.

„კობიაკოვი ამბობს, მომიტანეთ ამერიკანო. ეს არაპოლიტკორექტულად ჟღერს!“ - თქვა მედვედევმა და ყავისთვის ახალი სახელი, „რუსიანო“ შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ РИА Новости-ს ინფორმაციით, 2014 წელს ყირიმის რამდენიმე კაფემ მენიუში ყავა ამერიკანოს სახელი შეცვალა და მას „რუსიანო“ უწოდა. გარდა ამისა, სახელი შეცვლილია ზოგიერთ ყავის აპარატშიც და Americano-ს ნაცვლად მომხმარებელი Russiano-ს ირჩევს.

მედვედევის ხუმრობის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად РИА Новости-მ გაავრცელა და ამის შესახებ რუსული მედია უკვე აქტიურად წერს.

კომენტარები