სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

რუსეთი რომის სტატუტის წევრი აღარ იქნება

Getty Images

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი აღარ იქნება. ვლადიმირ პუტინმა უკვე გაუგზავნა ხელმოწერილი დირექტივა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის თანახმად უწყებამ გადაწყვეტილების შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს უნდა აცნობოს.

რომის სტატუტი 1998 წლის 17 ივლისს დიპლომატიურ კონფერენციაზე გაეროს 123 ქვეყანამ მიიღო. 2000 წლის 13 სექტემბერს რუსეთმა ხელი მოაწერა რომის სტატუტის მიღების დოკუმენტებს, თუმცა რატიფიცირება არ მოუხდენია. ამ მიზეზით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაში მონაწილეობას ვერ იღებს. მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც თანამშრომლობდა სასამართლოსთან და მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით. 

ცნობისთვის, პირველი, ვინც რომის სტატუტის წევრობაზე უარი თქვა, იყვნენ ისრაელი, სუდანი და ამერიკის შეერთებული შტატები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურები წელს სამხრეთ აფრიკამ, გამბიამ და ბურუნდიმაც დაიწყეს. 

კომენტარები