ტერორიზმი

ალ-ასადი: თუკი ტრამპი ტერორისტებს შეებრძოლება, ის ჩვენი რეალური მოკავშირე გახდება

telegraph.co.uk

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა მისი რეალური მოკავშირე გახდეს, თუკი ის ტერორისტებთან ბრძოლის დაპირებას შეასრულებს.

"ვერ ვიტყვით რას მოიმოქმედებს ტრამპი, მაგრამ თუ ის აპირებს ებრძოლოს ტერორისტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოკავშირეები ვიქნებით, რეალური მოკავშირეები ვართ რუსებთან, ირანელებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან", - თქვა ბაშარ ალ-ასადმა.

სირიის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, დიდი მოლოდინი არ აქვს, რადგან აშშ-ში ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული.

"დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან აშშ-ის ადმინისტრაცია არ არის მხოლოდ პრეზიდენტი. ადმინისტრაციის შიგნით სხვადასხვა ძალებია, სხვადასხვანაირი ჯგუფები, რომლებიც გავლენას მოახდენენ პრეზიდენტზე. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ აშშ არ იქნება მიკერძოებული, დაიცავს საერთაშორისო სამართალს, არ ჩაერევა სხვა ქვეყნების საქმეებში და შეწყვეტს ტერორისტების მხარდაჭერას სირიაში", - განაცხადა ალ-ასადმა.

კომენტარები