პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიცაა ამავდროულად. ეს არაა მხოლოდ გაყიდვა - ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, კოკაინი და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართალმცოდნეებში, საზოგადოებაში, სპეციალისტებში (მათი განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი - ასეთი გაგება, პრაქტიკულად, არ არსებობს), ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მსჯელობა, რომ მოხდეს, პირველ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაცია, ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს.
tbl.ge/205m
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრი კობა ნარჩემაშვილი ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




