ამაღამ, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

ამაღამ, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქვესადგურ სოლოლაკში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს.

დღეს, 02:00-დან 06:00-მდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პურის მოედნის, კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ლეონიძის, გუდიაშვილის, ამაღლების, თაბუკაშვილის, ბეთლემის, საადის, საიათნოვას, შუშინის, მირზაშაფის, ბოტანიკის, ახუნდოვის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს, ტყავის, კოტე აფხაზის, გომის, ჯვარედინის, ხანძთელის, თუმანიანი, თონეთის, აბო თბილელის, ერეკლე მეორის, სიონის, ასკანის, იერუსალიმის, ეფრემ მცირეს, გრიშაშვილის, შარდენის, ინგოროყვას, სულხან-საბას, 9 აპრილის, წავკისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლერმონტოვის, შინდისის, იაშვილის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, შხეფის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, პუშკინის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ქიქოძის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, სულთნიშნის, ასათიანის, გულიას, მტკვრის, ვეკუას, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, აბესაძის, ათონელის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, ტელეგრაფის, სულხანიშვილის, ხიდის, კომკავშირის, კრავეიშვილის, შალვა დადიანის, კალანდაძის, მთაწმინდის, ოქროყანის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, არსენას, აჯიაშვილის, გრიბოედოვის, ფირდოუსის, ზდანევიჩების, ვერცხლის, ავლევის, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ზიჩის, აბესაძის და ახოსპირელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები