ადამიანის უფლებათა კომიტეტი - სოფო კილაძე, სპორტის - მიხეილ ყაველაშვილი

41.ge

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ინფორმაციით, პარტია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს. მისი პირველი მოადგილე - გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი - რატი იონათამიშვილი იქნება.

როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე მანანა კობახიძემ უარი თქვა, თუმცა, გადაწყვეტილება არ განუმარტავს.

პარტიისვე ცნობით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელის, მოადგილის თანამდებობაზე კი ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხვა კომიტეტებში თანამდებობები უკვე გადანაწილებულია.

კომენტარები