პრემიერმინისტრის განცხადება არის ერთი მიმართულება მთლიანად შექმნილი ვითარებისა - ის, რომ ადამიანების მსყიდველობითი უნარი და ლარის რაოდენობის ზრდა განაპირობებს მნიშვნელოვანწილად ამ დისბალანსს. ეს არის ერთი მიმართულება მხოლოდ, მთლიანად არ ასახავს ვითარების ანალიზს. სამთავრობო გუნდი ინტენსიურად მუშაობს საგანგებო ღონისძიებებზე, რათა ეს დისბალანსი აღმოიფხვრას.
მე გითხარით უკვე, რა დადებით პროცესებზე არის საუბარი, ეს პასუხი საკმარისია. როდესაც ლარის შემოსავალი იზრდება და ბაზარზე ბევრი ლარი გამოდის, შესაბამისად, ხდება გარკვეული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პრემიერის მიერ დასახელებული ეს ტენდენცია არის მხოლოდ ნაწილი იმ მთლიან სურათში. სამთავრობო ჯგუფი ახლა, ამ წუთში ინტენსიურად მუშაობს იმ ღონისძიებებზე, რომლებზეც გეცოდინებათ უახლოეს მომავალში.





