ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 2.2 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.477 ლარია. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 2.4 თეთრით გამყარდა, ახალი ოფიციალური კურსით ერთი ევროს ღირებულება 2.699 ლარია.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორები გაუმჯობესებულია, რის გამოც მთავრობა ლარის შემდგომ გაუფასურებას არ ელოდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.





