კრიმინალი

თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით, 29 წლის მამაკაცი დააკავეს

RFE/RL

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რეხაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1973 წელს დაბადებულ ზ.ქ-ს. და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ა.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

"პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები