აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა თავის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა

ტაბულა

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ თავის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია ნინოს საქმიანობის შესახებ. ის მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში, როგორიცაა წინასაარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება, გამჭვირვალე სისტემების ფორმირება, შესაბამისად, მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია პირდაპირ თანხვედრაშია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებთან და ამოცანებთან", - თქვა თორდიამ.

ნინო ლომჯარია წლების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" ხელმძღვანელობდა.

კომენტარები