არჩევნები 2016

უსუფაშვილი: ივანიშვილს განსხვავებული ხედვები აქვს, ეს ურთიერთობებს გამორიცხავს

ივანიშვილთან 3 თვის განმავლობაში არ მქონია ურთიერთობა. მე არ მგონია, რომ ჩვენი გზები უახლოეს ხანებში გადაიკვეთოს. მან თავის არჩევანი გააკეთა და მე ჩემი არჩევანი გავაკეთე. ხვალ თუ სადმე შემხვდება, ისევე შევხვდები და დაველაპარაკები, როგორც სხვა პოლიტიკოსს. ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ხედვები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, ეს კი გამორიცხავს ურთიერთობებს ჩვენს შორის უახლოეს პერიოდში. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ პოლიტიკოსებმა, რაც შეიძლება, მეტად შევავსოთ ის ვაკუუმი, რაც გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები