არჩევნები 2016

უსუფაშვილი: თუ კატაკლიზმები არ მოხდა, ქართული ოცნება ამ სისტემას არ შეცვლის

თუ პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოხდა, ქართული ოცნება ამ სისტემის შემცვლელი არ არის. ამ სისტემამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოუტანა და ჯიბეში ჩაუდო, რატომ შეცვლის მომავალში. ეს არ არის მხოლოდ ოცნების პრობლემა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პრობლემა, ეს იყო მოქალაქეთა კავშირის პრობლემა და ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა. პოლიტიკური ახლომხედველობა ღუპავს ქვეყანას. პარლამენტში ოცნება ამ თემაზე შეთანხმებული მყავდა, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა უარი, რადგან ჰქონდა იმედი, რომ მაჟორიტარებით მოიგებდა რამდენიმე რეგიონს და მათ ეს აწყობდათ

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები