შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - 1037 აბი სუბუტექსი, 355 გრ ჰეროინი, 3 კილო და 600 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი მარიხუანა, ასევე, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები უახლესი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.
"ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლებიც დაესწრნენ", - ნათქვამია განცხადებაში.





