ლარის გაუფასურება

გოცირიძე: ლარი მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ დაიჭირეს

ლარი მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაიჭირეს წინასაარჩევნოდ. როგორი გამართლებაც არ უნდა ჰქონდეთ და რა მოტივებიც არ უნდა მოიყვანონ, დიდი ტრანზაქციები ან TBC-ის და რესპუბლიკა ბანკის გარიგება, 180 მილიონი დოლარი დაიხარჯა დაახლოებით 1 თვესა და 10 დღეში. 25 გვისტოდან ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს აბსოლუტურად ცარიელ ადგილას. კურსი იყო 2.3 და თითქოს ვიღაცამ ჯიუტად დაიჩემა, რომ კორიდორი უნდა შექმნილიყო, რათა 2.3-დან მცირეოდენით უნდა ყოფილიყო ქვემოთ ან ზემოთ გადახრა და ამ კორიდორში მოძრაობა. რატომ, როდესაც რეზერვებით განებივრებულები არ ვართ და პირველიდან 12 ოქტომბრამდე, თუ არ ვცდები, 100 მლნ. დოლარი გაიყიდა. ეს იყო პოლიტიკური საქციელი. როდესაც ასეთი უხეში ჩარევა ხდება პროცესებში, საბოლოოდ თავს იჩნეს - ლარი იყო 2.3 დღეს არის 2.4. ლარის გაუფასურება, მიუხედავად დიდი მოცულობის რეზერვების ხარჯვისა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა თავიდან ვერ აიცილეს. 

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე ტაბულას გადაცემაში თეორემა.

კომენტარები