გუშინ მოვისმინეთ ყოფილი თანაგუნდელისგან ღია განცხადება, რომ ის მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ხელისუფლებაში დასაქმებისთვის. ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან პრინციპულ ოპოზიციაში წავედით. ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები კაბელების ბიჭების სახით, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო, მან სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა, რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ, არჩევნების შემდეგ ეს შეტევა გაგრძელდება. ასე რომ, ჩვენ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია ვართ. ამიტომ, საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტია თავისუფალი დემოკრატების გზები.
თავისუფალი დემოკრატები
გოგუაძე ყოფილ წევრებზე: ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტიის გზები
tbl.ge/1yxe
დაკოპირდა
თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაპარტიელების - ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილის და გია ცაგარეიშვილის განცხადებებზე. მათ ამომრჩეველს ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს.
ამავე თემაზე
- კეკენაძე მთავრობას: უზრუნველყავით ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება
- თავდემებში დარჩენილი წევრები შავგულიძის განცხადებებს ტყუილს და შეურაცხმყოფელს უწოდებენ
- რატომ დატოვეს ლიდერებმა თავისუფალი დემოკრატები - შალვა შავგულიძის განმარტება
- ლევან სამუშიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა
- წულუკიანის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა