საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

PACE-ში ქართულმა დელეგაციამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით გუშინ 2 რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია "უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს" (Doc. 14130), მეორე კი,"უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს" (Doc. 14139) ეხება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კენჭისყრის შედეგებში კი ჩანს, რომ საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს არცერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე და ზვიად კვაჭანტირაძე შედიან.

კომენტარები