თავისუფალი დემოკრატები

გოგუაძე: ჩემი აზრით, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე პარტიაში რჩება. მისივე თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებაში რჩება აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძეც.

"პოლიტიკური მდივანი ვარ და ვაგრძელებთ პარტიულ საქმიანობას. აუცილებლად გადავხალისდებით, შეცდომებს გავაანალიზებთ და ვიბრძოლებთ ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის", - ამბობს გოგუაძე. მისივე თქმით, პარტიის სხვა წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

დღეს გოგუაძემ არჩევნების შედეგიც შეაფასა. "მგონია, რომ ძალიან მძიმე დრო დადგა. ჩემი აზრით, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში. ყველამ უნდა გავაანალიზოთ, როგორ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება და რა გამოსავლები არსებობს", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი დემოკრატები დატოვა ალექსი პეტრიაშვილმა, ირაკლი ალასანია კი დროებით პოლიტიკიდან წავიდა.

კომენტარები