საარჩევნო ინციდენტი

დიდუბის ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე დარღვევები დაფიქსირდა

რადიო თავისუფლება

დიდუბის ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო ყუთი დალუქვის შემდეგ გაიხსნა. მიზეზად საკონტროლო ფურცელში არასრულად შეტანილი მონაცემები სახელდება. გარდა ამისა, ენმ-ის დამკვირვებელი კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს. მისი ცნობით, საკონტროლო ფურცელი ყუთში 8:15 საათზე ჩავარდა, თუმცა ფურცელზე დროდ 8:05 იყო მითითებული.

ორივე ინციდენტზე საჩივარი ცესკო-შია შეტანილი.

ამჟამად აღნიშნულ უბანზე ხმისმიცემა გრძელდება, თუმცა დაფიქსირებული დარღვევების გამო, შესაძლოა, შედეგების გაბათილების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

კომენტარები