საარჩევნო ინციდენტი

ენმ: რუსთავში კრიმინალური ჯგუფი ენმ-ის წარმომადგენლებს უბნის დატოვებას აიძულებს

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, მამუკა ჩიქოვანმა ტაბულას უთხრა, ხელისუფლებამ მოახდინა გარკვეული კრიმინალური ჯგუფის ორგანიზება, რომელიც უბნებზე შედის და ენმ-ის წარმომადგენლებს ემუქრება. ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნული ჯგუფის წევრები ენმ-ის წარმომადგენლებს აიძულებენ, რომ უბნები დატოვონ.

"ხელისუფლებამ გააკეთა რაღაც კრიმინალური ჯგუფის ორგანიზება. აქამდე ამ ჯგუფს არ უმოძრავია და ახლა დაიწყეს უბნებზე მისვლა. ჯერჯერობით ორი უბნიდან გვაქვს მონაცემი, რომ ერთი, რომელსაც აქვს ბეჯი და უბანზე შესვლის უფლება, შედის უბნებზე. იციან, ჩვენი წარმომადგენლები ვინ არიან და ეუბნებიან, რომ თუ არ დატოვებენ უბანს, მათ და მათ ოჯახს პრობლემები შეექმნებათ. დანარჩენილი კრიმინალების მობილიზება გარეთ ხდება. მაქსიმალურად აშინებენ, ცდილობენ, რომ გარეთ გაიყვანონ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან ანუ აიძულებენ, რომ უბნები დატოვონ", - თქვა ჩიქოვანმა.

კომენტარები