ნობელის პრემია

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 3 ბრიტანელ მეცნიერს გადაეცემა

ANDERS WIKLUND

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ ბრიტანელ მეცნიერს - დევიდ თაულესს, მაიკლ კოსტერლიცს და დანკან ჰელდანგს გადაეცა.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მეცნიერებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მატერიის ტოპოლოგიური ფაზებისა და ტოპოლოგიური გადასვლის შესახებ მეცნიერების განვითარებაში და ე.წ. უცნაური მატერიის კვლევაში.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. პრემიის რაოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები