კრიმინალი

შსს: პოლიციის შენობა არ გაუქურდავთ, მისი ფანჯარა ჩაამტვრიეს და ბანერი დააზიანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში პოლიციის შენობის გაქურდვის შესახებ. შსს-ს ცნობით, შენობაში ფანჯარა ჩაამსხვრიეს და ბანერი დააზიანეს. შსს განმარტავს, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) დაიწყო. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ შენობაში ჯერ პოლიცია არ განთავსებულა და მისი რემონტი მიმდინარეობს.

ამასთან, რუსთავი ორის ინფორმაციით, გურიაში პოლიციის შენობა გაქურდეს. ტელეკომპანიის ცნობით, წაღებულია გერბი და ჩამსხვრეულია შუშები. 

კომენტარები