შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ბურჭულაძე: ძალიან სუსტია ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია

ძალიან სუსტია ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია. ასეთი იყო ნაციონალური მოძრაობა და ასეთია დღეს ქართული ოცნებაც. პირადად ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება. ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არც ერთი პასუხისმგებლიანი ლიდერი არ იკადრებს, მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაახასიათოს.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე. ცნობისთვის, ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ არასამთავრობო სექტორმა სამოქალაქო საზოგადოება გარყვნა.

კომენტარები