თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ დღეს რექტორს აირჩევს

N. Alavidze / agenda.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი - ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ განათლების ყოფილი მინისტრის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობას აპროტესტებს სტუდენტების ნაწილი. მათი თქმით, გია შარვაშიძის კანდიდატურას ხელისუფლება ლობირებს და მისი გამარჯვებით უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს. ისინი მოუწოდებენ აკადემიური საბჭოს წევრებს, "ზეწოლის მიუხედავად, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ".

ამ დრომდე თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს. ის მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

კომენტარები