შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: მომღერალი მოგვივიდა პოლიტიკაში და ნახეთ, რა ფოკუსებს გვიტარებს

პოლიტიკაში სიმწირეა და არჩევანი არის ძალიან ცოტა. დღეს ალტერნატივა ქართულ ოცნებას არ აქვს. [მხოლოდ] იმიტომ, რომ იყოს მრავალპარტიული და იყოს კოალიციური მთავრობა, ამისთვის ვთქვათ, ნათელაშვილს შევუძღვეთ და გინდაც, (ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, კიდევ ვიმეორებ), რესპუბლიკელებს, რომელთაც პრეტენზია აქვთ და შევუძღვეთ კიდევ ვთქვათ, ახალ პარტიას, აგერ მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ, რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, პაატა ბურჭულაძე მყავს მხედველობაში, იმიტომ რომ მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი და მოუწოდოს, რომ "აი, ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ცოტა ბურჭულაძეს მიეცით, ცოტა ლეიბორისტებს მიეცით, ცოტა რესპებს მიეცით და აი, ამით ქვეყანა აყვავდება". არ არის სამწუხაროდ ასე.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები