შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ყველაზე მეტად განვიცდი, რომ 250 000 კაცია ენმ-ის მხარდამჭერი

რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე ისევ დავუბრუნდები, რა ჰქვია, რომ აკრავენ იმას, რეკლამას, ბილბორდს დავუბრუნდები ისევ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები - მელია და ხოშტარია ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან საზოგადოებას. ეს არის აღმაშფოთებელი. ესენი იყვნენ ეს ხალხი და რასაც აკეთებდნენ, ნახეთ. რისთვის სცემეს [ვალერი გელაშვილი]? - როგორც ვიცი, ოფისი წაართვეს, შენობას არ აძლევდა ეს კაცი, რაღაც ფულს არ უხდიდნენ, უფულოდ სთხოვდნენ და სიკვდილამდე მიიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საოცრებებს დაანებეთ თავი. მე ყველაზე მეტად განვიცდი, 250 000 კაცია მათი მხარდამჭერი, ვერ იზრდება ამ დროის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, მე მგონი, დიდად ვერც შემცირდა და ვნახოთ, ეს არჩევნები კიდევ რას გვაჩვენებს. მე არ ვიცი, როგორ გამოვთქვა ამომრჩევლისადმი, ვინც კიდევ ჭამს, უკაცრავად და მათ უჭერს მხარს, როგორ ახერხებენ მათ მოტყუებას, საოცრებაა. სიცრუის ოსტატები არიან... ეს ხალხი არიან მსხვერპლი ამ სიცრუის და მე ძალიან განვიცდი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები არიან და ვერაფერს შეურაცხმყოფელს, როგორ ვიკადრებ და როგორ უნდა მიმართო... მაგრამ ნათელაშვილი ატყუებს დღეს კიდევ და ნაციონალური მოძრაობა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები