შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: რა თქმა უნდა, ანგელოზებით ვერ იქნება დაკომპლექტებული მთავრობა

კვირიკაშვილს ჩემზე მკაცრად ექნება ეს სტანდარტები, გარწმუნებთ, და არავის არაფერს არ აპატიებს. კანონი უნდა დაიცვას პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინისტრმა უნდა დაიცვას კანონი, სამინისტროს ბიუჯეტი არ არის მინისტრის ჯიბე, ეს ნუ ჰგონიათ და ნუ ეგონებათ, ეს არის სამინისტროს ხარჯები, სამინისტრო ემსახურება სახელმწიფოს და სახელმწიფო ემსახურება მთლიანად ხალხს. ეს უნდა გაიგონ ძალიან კარგად. მაგალითი ჩვენ კარგი გვაქვს, ცხვირწინ გვიდევს მაგალითი ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი ცხრა წლის, ერთმა ჯგუფმა მოისურვა ის, რაც საზოგადოებას ეკუთვნოდა და საზოგადოება სამსახურში ჩაიყენა. ხელისუფლება, მთავრობა დაქირავებულია ხალხისგან და ხალხი უხდის ფულს და მას უნდა მოემსახუროს, ეს არის სტანდარტი და ახლა ნიუანსებში თუ ჩავყვებით, რა დონეზეც გინდათ, ჩამოგყვებით ჟურნალისტებს და გავაანალიზოთ. რა თქმა უნდა, აქაც ახლა ანგელოზებით ვერ იქნება დაკომპლექტებული მთავრობა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები