კრიმინალი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „იერიხოს" სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები