საკონსტიტუციო სასამართლო

მიშველაძე: სასურველია, მოსამართლეობის კანდიდატებს ძალიან მაღალი ნდობა ჰქონდეთ

ცალკეულ კანდიდატურებს ჩვენ ვერ შევაფასებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტმაც დაასახელა მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად. მის მიერ დასახელებული მოსამართლეები [ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე] სარგებლობენ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნდობის ხარისხით. სასურველია, რომ სასამართლოსა და პარლამენტის მიერ დასახელებული კანდიდატები ასევე იყვნენ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნდობის მატარებლები, რაც სასამართლოს მიმართ ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვთვლით, რომ ის ნეგატიური განწყობა, რომელიც ზოგადად არის სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკოსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუშის დანიშვნაზე.

კომენტარები