არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: ივანიშვილი თავის ტყუილში მხილებულია, ეკითხებიან - ვერ პასუხობს

ბიძინა ივანიშვილი მხილებულია თავის ტყუილში. დაურეკეს საჯაროდ, დაურეკეს ცალკე, ეკითხებიან, ვერ პასუხობს. 35 კაცია რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტში. 35 კაცში მიდიოდა განხილვა შემოთავაზებულ წინადადებებზე. 9 კაცია სამდივნოში. ამჟამად მე მისი მინისტრი დავასახელე, რომელსაც კითხეთ, პრემიერობის შემოთავაზებაზე უსუფაშვილისთვის სამდივნოში განიხილეთ თუ არა. [დამადასტურებელ დოკუმენტაციას] მაშინ გავასაჯაროებთ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამ არის დამადასტურებელი და დადასტურებული. გეუბნებით, კითხეთ პრემიერმინისტრს. ჩვენ ჩვენი ტაქტიკა გვაქვს. კითხეთ კვირიკაშვილს, ორპარტიული შეთანხმება რესპუბლიკურ პარტიასთან რას ნიშნავს.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის კითხვაზე: რა მტკიცებულებებია, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე დავით უსუფაშვილს პრემიერმინისტრობა შესთავაზა?

კომენტარები