შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო, უფრო ძლიერი ლიდერი გამოდგა

ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერმინისტრი, რადენიმე თვე უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ ასეთი ძლიერი პრემიერმინისტრი იყო. მას [უსუფაშვილს] პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერმინისტრი იყო და მას ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა, ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, ასე ვთქვათ, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა, ვერაფერი ვერ გააგო და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებების შესახებ, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ცნობისთვის, უსუფაშვილმა თქვა, რომ 2015 წლის აპრილში ივანიშვილმა მას პრემიერობა შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, შეთავაზებაში ასევე შედიოდა მომავალი სახელისუფლებო ცენტრის რესპუბლიკურ პარტიაზე აწყობა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ივანიშვილს რესპუბლიკელებმა ურჩიეს.

კომენტარები