შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი უსუფაშვილზე: პრემიერობა არ შემითავაზებია, ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი

მტკნარი სიცრუეა, პირველი რასაც ვიტყვი - აბსოლუტური სიცრუეა, რომ რესპუბლიკური პარტია უნდა გამხდარიყო მთავარი ძალა და უსუფაშვილი - პრემიერმინისტრი. აბსოლუტური სიცრუეა. თანაც თითქოს კვირიკაშვილი არის მისი აღმოჩენა, ესეც აბსოლუტური სიცრუეა. ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერმინისტრი, რადენიმე თვე უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ ასეთი ძლიერი პრემიერმინისტრი იყო. მას [უსუფაშვილს] პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერმინისტრი იყო და მას ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა, ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, ასე ვთქვათ, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა, ვერაფერი ვერ გააგო და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არ აქვს მაგას, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახაა და ასეთ ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებების შესახებ, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ცნობისთვის, უსუფაშვილმა თქვა, რომ 2015 წლის აპრილში ივანიშვილმა მას პრემიერობა შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, შეთავაზებაში ასევე შედიოდა მომავალი სახელისუფლებო ცენტრის რესპუბლიკურ პარტიაზე აწყობა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ივანიშვილს რესპუბლიკელებმა ურჩიეს.

კომენტარები