უკანონო მოსმენები

ბოკერია: მთავრობა ქვეყნის პრობლემების ნაცვლად, ფოკუსირებულია ოპონენტების დევნაზე

თავისთავად ის ფაქტი, რომ გრძელდება გამჭვირვალე მეთოდით, "რუსული სააგენტოს მეშვეობით", სუს-ის მიერ პოლიტიკური ოპონენტების თუ მედიის წარმომადგენლების პირადი თუ საქმიანი საუბრების გამოყენება, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის, კრიმინალთან ბრძოლის, ეკონომიკის წინსვლისა და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად 4 წელია ფოკუსირებულია პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ოპონენტების დევნაზე. ამან მიგვიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე და ამ მდგომარეობას ჩვენ ყველა შევცვლით არჩევნების შედეგად იმიტომ, რომ ამ ხალხს აღარ აქვს მანდატი ქვეყნის მართვის და ეს გაფორმდება არჩევნების დროს.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატალეფენო ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

კომენტარები