უკანონო მოსმენები

მიშველაძე: ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება და შემდეგ ტირაჟირება დაუშვებელია

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება. რაც ძალიან მთავარია და რასაც მინდა განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი არის ის, რომ უნდა დასრულდეს მედიის მიერ მსგავსი ჩანაწერების ტირაჟირება იმიტომ, რომ ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი. მართალია, ამ საუბარში სკანდალური არაფერი არ არის, რასაც ჩვენ მთელი ამ წლის განმავლობასი მიგვაჩვიეს, მაგრამ, ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, ეს არის მათი პირადი სივრცე. რა თქმა უნდა, თუ იქნებოდა ამ ადამიანების სურვილი, მათ შეუძლიათ გაავრცელონ რომელ მედიაშიც უნდათ. მაგრამ, მედიის მიერ ასე ამ ყველაფრის ტირაჟირება არის დაუშვებელი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან და სივრციდან გასვლა. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაითავისოს, დაწყებული ხელისუფლებიდან მედიის წარმომადგენლების და ნებისმიერი მოქალაქის ჩათვლით, რომ ასეთი რამ, მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება და შემდეგ ასე ტირაჟირება დაუშვებელია.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე.

კომენტარები