უკანონო მოსმენები

სესიაშვილი: ფირი, რომელიც გამოქვეყნდა, ნიკა გვარამიას შემოქმედებაა

ნაციონალური მოძრაობის, ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის ინტერესში შედის, აქტუალური იყოს სტერეოტიპი, რომ "ისევ გვისმენენ". ჩანაწერი დღეს სწორედ იმიტომ გამოქვეყნდა, რომ საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაა ჩამოსული და ბატონმა ნიკამ და პაატამ სიურპრიზად დაახვედრეს ეს ჩანაწერი. ღრმად ვარ დარმწუნებული, რომ ეს ფირი, რომელიც გამოქვეყნდა, ნიკა გვარამიას შემოქმედებაა და მისი მონტაჟიც არის. ნიკა გვარამია, როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკება ბურჭულაძეს. სირცხვილია, უბრალოდ.

ქართული ოცნების წევრი ირაკლი სესიაშვილი ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერზე TV პირველის ეთერში.

კომენტარები