არჩევნები 2016

უსუფაშვილი: დღითი დღე, უფრო მიჭირს ბატონი ბიძინას განცხადებების გააზრება

ძალიან ვწუხვარ, რომ დღითი დღე, უფრო მიჭირს ბატონი ბიძინას პოზიციების და განცხადებების გააზრება, გაგება. დღითი დღე წინააღმდეგობებს ვხედავ მის საუბრებში. არ მგონია, რომ ეს ბატონი ბიძინას ბრალია, მგონია, რომ ეს იმ გზის ბრალია, რაც მან აირჩია. იგი ცდილობს ზეპარტიული პოზიციებიდან ერთ კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი. ერთი მხრივ, იყოს ზეპარტიული, ობიექტური ანალიტიკოსი ყველაფრის და ყველასი, მეორე მხრივ, იყოს ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი. ეს გზა არის არასწორი და, მე მგონი, ეს გზა განაპირობებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ხშირად აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, ძალიან ხშირად რთულია, გავერკვე რას გულისხმობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე.

კომენტარები