შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ამდენი მაღალჩინოსანი ციხეში გვყავს და ევროპა-აშშ-ს კითხვები აღარ აქვს

რაც შეეხება დასჯას იმ ხალხის, ვინც ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, ნახეთ, აბა, პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი დევნაშია და გაქცეულია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი ციხეშია და ძალიან ბევრი კიდევ ... ამის გაკეთებით და დემოკრატიულობის შენარჩუნებით მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, საოცრება გავაკეთეთ, საოცრება მოხდა. მე პირველი წელიწადი ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის და ევროპის ქვეყნებისთვის განმარტებებში, რომ რას ვაკეთებდით, ეს რა ხდებოდა. ყველა მიმართულებით ნახეთ რეიტინგები, დემოკრატიულ ინსტიტუტებს რაც შეხება, ყველაფერში მკვეთრი გაუმჯობესება გვაქვს რეიტინგების და არავის კითხვის ნიშნები აღარ აქვს ევროპასა და ამერიკაში, რომ ნამდვილი დემოკრატიული მთავრობა მოვიდა. მსგავსი დაპატიმრებებით მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ (აი, სამართლიანობას რაც შეეხება), რომ ამდენი მაღალჩინოსანი დაპატიმრებული და დევნაშია და დემოკრატიულობა დავუსაბუთეთ და დავუმტკიცეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - ამერიკასაც და ევროპასაც. საოცრება მოხდა. ამას შეფასება უნდა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

კომენტარები