შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: კუბლაშვილის, ვაშაძის, კაციტაძის გაერთიანება ძალიან ბუნებრივია

ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება კუბლაშვილის და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძის? თუ გახსოვთ, თქვენ გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ახალი მემარჯვენეები იყო ფსევდოოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობის შემადგენელი ნაწილი. დღეს ერთადერთი ასეთი დარჩა ლეიბორისტული პარტია იქიდან, დანარჩენები - ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამაც ნახა, რომ ყველა საფუძველი გამოეცალა, ჩაეშალა, ნათელაშვილს წასასვლელი აღარ ჰქონდა, იმიტომ, რომ მაგაზე კომპრომატი აქვთ უამრავი და დღესაც ამუშავებენ მაგას ისევ ნაცები, კაციტაძეც იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩვეულებრივად და ამაზე ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლება ყოფილიყო? ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ამისი ხელწერა გახლავთ... სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას, მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა, ასევე კარგად გაირკვა ბურჭულაძეზე, რას ნიშნავს არაბუნებრიობა? რაღაც ვერ გამიგია, რა არასერიოზული განცხადებაა. ბურჭულაძის ფოტოები სააკაშვილთან, განცხადებები თუ არ წაუკითხავს ბერძენიშვილს, განცხადებები ნახოს, აბსოლტურ თანხვედრაში იყო ნაციონალური მოძრაობის განცხადებებთან.

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. დღეს ის ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები