შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ჩემი მეორე არჩევანი არის თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია

ჩემი მეორე არჩევანი არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია, იმიტომ, რომ მათ მიმართულებაში და თანმიმდევრულობაში ჩვენი ძირითადი სტრატეგიის, კითხვის ნიშანი არ მაქვს. მე ამდენი კრიტიკა მოვახმარე და კიდევ გავაგრძელებ კრიტიკას რამდენიც საჭირო იქნება, მხოლოდ იმისთვის, რომ მე ჩემი პოზიცია დღეს გავამართლო, რომ ის მრავალპარტიულობა, რასაც შემახსენებენ, რომ იყო ჩემი მიზანი და დღესაც იგივე მიზანი მაქვს. სამწუხაროდ, მე ქართული ოცნების გვერდით დღეს ვერ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ხმა მისცენ თავისუფალ დემოკრატებს თუ რესპუბლიკელებს იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთ გუნდზე მუშაობა, არ შეიძლება, მხოლოდ ერთ გუნდზე ჩაიკეტო და სამეგობრო გახდე, სამეგობრო უნდა იყოს მთელი საქართველო, ამას მოვუწოდებდი თავისუფალ დემოკრატებს. რესპუბლიკელებს კი იმას, რომ პარტიის ზემოთ უნდა აიხედონ და მარტო პარტიის ინტერესებზე არ უნდა მოახერხონ და იმუშაონ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, კითხვაზე, რომელი პარტია იქნებოდა მისი მეორე არჩევანი ქართული ოცნების შემდეგ.

კომენტარები