შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: დღეს, თავდემები უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან, ვიდრე რესპუბლიკელები

კოალიციიდან [თავისუფალი დემოკრატების] გასვლის შემდეგ პროცესები როგორც განვითარდა, მე თვალყურს ვადევნებდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი [ინფორმაცია] გამოდიოდა, გუნდის წევრებიც მაწვდიდნენ ხშირად ხმას, ამასაც არ დავმალავ. გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა, ალასანიას შემდგომ შეცდომებში, (რომლებსაც ის აღრმავებდა სხვათაშორის, და უფრო მძიმე შეცდომების დაშვება შეეძლო), მას გუნდი აღარ გადაყვა. ახლა ამ თემას აღარ გავშლი, მე მგონი, შეცდომები აღარ დააშვებინეს. ამ მხრივ, დღეს დემოკრატები ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურება [ვიდრე რესპუბლიკელები]. ერთი პერიოდი, მთელი გუნდი ლიდერის შეცდომებს გადაყვნენ, გამაგრდა გუნდი დღეს და მე რაც მომდის ინფორმაცია, მათ შორის გუნდის წევრებისგან, აღარ გაიზიარეს და აღარ გადაყვნენ ალასანიას. ალასანიასაც ეს მოუხდა და საერთოდ, ამ პარტიას შეიძლება, ეს მოუხდეს მომავალ არჩევნებში.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას. დღეს ის ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები