შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი ბურჯანაძეზე: უბლოკო სტატუსი, მე მგონია, რომ ცოტა ბლეფია

უბლოკო სტატუსი, მე მგონია, რომ ცოტა ბლეფია. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არჩეული, რაზეც არა მარტო ქართული ოცნება, არამედ მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული, რომ ჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშე გახლავთ ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე. უსაფრთხოების თვალსაზრისით NATO-ს არ ჰყავს კონკურენტი. მე არ მგონია, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს დიდი შანსები აქვს. რუსეთთან რომ ურთიერთობის დალაგება გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც წყალგამყოფი შეიძლება გახდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად მართლაც ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული. რაც შეეხება მიმართულებებს, ჩვენი მიმართულება გახლავთ ეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, მისი პარლამენტში შესვლის შანსები დაბალია.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ის ამჟამად ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები