ტერორიზმი

მანუელს ვალსი: საფრანგეთში ტერაქტების განმეორების საფრთხე არსებობს

AFP

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის თქმით, ქვეყანაში ტერაქტების განმეორების საფრთხე არსებობს.

ვალსის განცხადება ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კომენტარს მოჰყვა, სარკოზიმ ამჟამინდელ მთავრობას სამართალდამცავი სტრუქტურების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მანუელ ვალსის თქმით, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, რადგან უსაფრთხოებას 15 000-ზე მეტი სამართალდამცველი იცავს.

"პოლიცია და დაზვერვა ყოველდღიურად აღკვეთს ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს, ტერორისტულ ქსელებს და აფიქსირებს რადიკალების კვალს. სიტუაციის მონიტორინგს საფრანგეთში ამჟამად 15 000-ზე მეტი სამართალდამცველი აწარმოებს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ თავდასხმები ისევ განმეორდეს და მას უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვეს", - აღნიშნა ვალსმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში, პარიზში ნოტრ-დამის ეკლესიის მახლობლად ნაპოვნი გაზის ბალონებით სავსე მანქანასთან კავშირის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს. ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ და ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

კომენტარები