შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი პატრიოტთა ალიანსზე: თუ NATO უნდათ, სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ

გურიიდან დღემდე, ამ ორ-სამ დღეში გადავავლე თვალი მათ [პატრიოტთა ალიანსის წევრების] გამონათქვამებს და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა ეომება ჩვენს მართლმადიდებლობას და საბერძნეთის მაგალითი მოჰყავთ, რაც აბსოლუტური ნონსენსია. მათ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც ძალიან ბევრი ვიშრომე. უარყოფით გამონათქვამებს აკეთებენ და სკეპტიკური დამოკიდებულება ჩანს ევროკავშირთან მიმართებით, ასოცირების ხელშეკრულებას აკრიტიკებენ, ძალიან კრიტიკული გამონათქვამებია ჩვენს ძირითად პარტნიორთან, აშშ-სთან დაკავშირებით - ამან უამრავი კითხვა გააჩინა. თუ ევროპა მოსწონთ, ევროპულ ღირებულებებს პატივი უნდა სცენ. თუ საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებას მართლაც მხარს უჭერენ, თუ უსაფრთხოებაზე საუბრობენ და NATO -ზე თანახმა არიან, კეთილი ინებონ და რაღაც სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ NATO-სთან და ჩვენს ძირითად პარტნიორთან, აშშ-სთან დაკავშირებით. გავაგრძელებ და თვალს მივადევნებ. ასევე ვთხოვდი ამომრჩეველს, რომ კარგად დააფიქსირეთ, რა უნდათ მათ, რას გვპირდებიან, რა პოზიციები აქვთ, თუ პოლიტიკაში მოვლენ, საით უნდათ, რომ ქვეყანა განვითარდეს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია.

კომენტარები