დავით უსუფაშვილს ქართული ოცნება სთავაზობდა თანამშრომლობას ნამდვილად, მე ვიყავი ამის იდეოლოგი. თინა ხიდაშელისთვის არავის შეუთავაზებია მსგავსი. უსუფაშვილს შევთავაზე, იქნებ დამოუკიდებელ დეპუტატად გამოხვიდე და შენი რესურსი პოზიტივში მოახმარო სახელმწიფოს განვითარებას. კიდევ კარგი, რომ არ გამოვიდა. ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ სწორადაა რესპუბლიკური პარტიის წევრი და მას არ აქვს იმაზე ჭარბი რესურსი, რაც მე მეგონა, რომ ჰქონდა. კვირიკაშვილი გაოცებული იყო - კაცს ესაუბრებოდა თანამშრომლობაზე. ის გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა - რამდენად კაცური იყო, თვითონ თარგმნოს. ამით ეგონა, დაგვაზარალა და რაღაცაში გადაგვასწრო.
tbl.ge/1v8s
დაკოპირდა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაცები ვეღარ იბლატავებენ
- ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურაში ბევრი საქმეა
- ივანიშვილი: 8 წელში ემიგრანტების დიდი ნაწილი დაბრუნდება და თავის საწნახელს მიხედავს
- ივანიშვილი: ბევრს ხელექავება და ხელეწიფება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა ფულისთვის უნდა
- ივანიშვილი: ნათელაშვილს უფრო კარგი კლიპები გაუკეთეს, ენმ-ის არ ვარგა




