შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: რესპუბლიკელებს პოლიციის და სუს-ის დასუსტება უნდოდათ

რესპუბლიკელი იურისტების ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ მოხმარდა. ხმალაძე და უსუფაშვილი გასაღების თემაზე, მოსმენებზე დღეში ორ-ორ კანონს იგონებდნენ. ეს პრობლემა იყო, დღეს არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს. ისე გაერთნენ, დღეში ორ-ორ კანონს იგონებდნენ, ისეთს, ევროპას რომ არ სიზმრებია, მაგრამ დამოკიდებულება ჩანდა იგივე, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას - როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მათ ცოდნამ იურისპრუდენციის საკითხებში, რომ ისინი რეალურად ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იყვნენ გაერთიანებული. მათი ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს. 

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია.

კომენტარები