უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს კენჭს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან.

დღევანდელ კენჭისყრაში იურიდიული კომიტეტის 7-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ლევან ბოძაშვილის კანდიდატურას ყველა მათგანმა დაუჭირა მხარი, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს კი, 5-5-მა დეპუტატმა.  

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პარლამენტს ნანა თოდუა და თამარ ლალიაშვილი ხელმეორედ, 27 ივნისს წარუდგინა. პირველი წარდგენისას, პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა. რაც შეეხება ლევან ბოძაშვილს, პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა ივლისში, ანა დოლიძის ნაცვლად წარადგინა. თავად ანა დოლიძე კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა.

კომენტარები