უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

გვრიტიშვილი ODIHR-ზე: არაადეკვატურია, რომ საბჭოში გასაუბრების არ იყო უზრუნველყოფილი საჯაროობა

მთავარი არხი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით​ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებას ეხმაურება.

"აშკარად არაადეკვატური და შეუსაბამოა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების მიმდინარეობისას არ იყო უზრუნველყოფილი საჯაროობა. კრიტიკის ობიექტი თუ არის კენჭისყრის ფარულობა, ადრესატი ამ კრიტიკის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს პარლამენტი", - თქვა გვრიტიშვილმა მთავარ არხთან.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, რომელიც უზენაეს სასმართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს აკვირდებოდა, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები