უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

სესიაშვილი ODIHR-ზე: დასკვნაში წინააღმდეგობებს ვხვდები, რიგ შემთხვევებში კრიტიკა უსაფუძვლოა

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, ირაკლი სესიაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით​ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებას არაობიექტურს უწოდებს. 

სესიაშვილი ამბობს, რომ კრიტერიოუმებთან მიმართებაში, ძალიან მაღალი სტანდარტი შეარჩია პარლამენტმა და ისევე როგორც განხილვის პროცესში, უმრავლესობაც და ოპოზიციაც მაქსიმალურად კრიტიკული იყო.  

"ამიტომ, ამ მხრივ რაიმე კითხვისნიშნები და პოლიტიკური ნიშნის დანახვა, მე ვფიქრობ რომ არაობიექტურია. იმდენ წინააღმდეგობას ვხვდები მე ამ დასკვნაში, მიმაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში კრიტიკა უსაფუძვლოა"- ამბობს სესიაშვილი. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, რომელიც უზენაეს სასმართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს აკვირდებოდა, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

კომენტარები