უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

კობახიძე ODIHR-ზე: უხეში, ფაქტობრივი, ტექნიკური და შინაარსობრივი უზუსტობებია გაპარული

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით​ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნაში ბევრი "უხეში, ფაქტობრივი, ტექნიკური და შინაარსობრივი უზუსტობებია გაპარული". მისი თქმით, ამის მიზეზი არ იცის. 

"ეს უკავშირდება ადგილობრივ თუ სხვა დამკვირვებლების კომპეტენციას, მიკერძოებას თუ ა.შ. მსჯელობაში ჩვენ დღეს ვერ შევალთ. ფაქტი არის ის, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობრივი უზუსტოებები და ხარვეზებია წარმოდგენილი ამ დასკვნაში"- ამბობს კობახიძე. 

ეუთო/ODHIR-ის დასკვნაში, რომელიც 9 იანვარს გამოქვეყნდა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხება, ნათქვამია, რომ გარემოებების ფონზე ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების მიზნის გულწრფელობა - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, რომელიც უზრუნველყოფდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გაზრდიდა საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ეუთო მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომელიც საფრთხე შეუქმნა დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს. გაკრიტიკებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ყველა ეტაპი, კონკურსის გამოცხადებიდან დანიშვნის ჩათვლით.

საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები