დასაქმება

ათი უმსხვილესი ბიზნესსექტორი დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით

flickr.com

საქართველოს ბიზნესსექტორში 2016 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით სულ 601 ათასი ადამიანია დასაქმებული. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან კონტრაქტით დასაქმებულია 564 ათასი ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 3.1%-ით მეტია. ბიზნესში დასაქმებული 600 ათასი ადამიანიდან ყველაზე დიდი ნაწილი - 25% ვაჭრობის სექტორში მუშაობს. შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა 14%-ით და ჯანდაცვა 10.1%-ით მოდიან. დასაქმებულთა 65% თბილისშია თავმოყრილი.

დასაქმებულთა რაოდენობა ათი უმსხვილესი ბიზნესსექტორის მიხედვით (2016 წლის მეორე კვარტალი) და ამ სექტორებში დასაქმებულთა ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით:

  1. ვაჭრობა (მათ შორის ავტომობილების) - 153 ათასი ადამიანი, ზრდა 10%
  2. დამამუშავებელი მრეწველობა - 85 ათასი ადამიანი, ზრდა 5.5%
  3. ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - 62 ათასი ადამიანი, ზრდა 7.4%
  4. მშენებლობა - 59 ათასი ადამიანი, ზრდა 0.2%
  5. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა - 56 ათასი ადამიანი, ზრდა 3.1%
  6. ტრანსპორტი - 49 ათასი ადამიანი, ზრდა 7.6%
  7. კომუნალური და სხვა მომსახურება - 29 ათასი ადამიანი, ზრდა 17%
  8. განათლება (კერძო დაწესებულებები) - 22 ათასი ადამიანი, ზრდა 0.3%
  9. რესტორნები - 20 ათასი ადამიანი, ზრდა 7.7%
  10. ენერგეტიკა - 19 ათასი ადამიანი, კლება 3.4%

რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა განაწილება აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორი რეგიონებში კვლავ განუვითარებელია, რადგანაც კონტრაქტით დასაქმებულთა 2/3 თბილისშია თავმოყრილი. თბილისის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე ტურისტული სექტორის განვითარების გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოდის. 

დასაქმებულთა განაწილება ხუთი მთავარი რეგიონის მიხედვით

  1. თბილისი - 65%
  2. აჭარის ა.რ. - 9.3%
  3. იმერეთი - 7.1%
  4. ქვემო ქართლი - 5.4%
  5. სამეგრელო ზემო სვანეთი - 3.9%

კომენტარები