საკონსტიტუციო სასამართლო

უგულავასა და კაბელების საქმის განხილვა საკონსტიტუციოში კვლავ გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოში 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა, რომელზეც ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმე არსებითად უნდა განეხილათ, გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სასამართლო ავრცელებს.

განცხადებაში გადადების მიზეზი დასახელებული არ არის.

"1 სექტემბერს 15:00 საათზე დაგეგმილი N740 და N764 გაერთიანებული კონსტიტუციური სარჩელების (მოსარჩელეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური,დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი) არსებითი განხილვა არ შედგება.

მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ამასთან, ერთ-ერთი მოსამართლე ოთარ სიჭინავა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დღეს თბილისში გადაიღო, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არაერთხელ გადაიდო. სასამართლო განიხილავს გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობას, რომლის საფუძველზეც უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები